ტორპედო მოედანზე აშვეთიამ გაიყვანა - ჩხეტიანი შვეიცარიაში გაემგზავრა
ტორპედო მოედანზე აშვეთიამ გაიყვანა - ჩხეტიანი შვეიცარიაში გაემგზავრა

ქუთაისის „ტორპედომ“ ლანჩხუთში, ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/4-ფინალურში 3:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ამ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის გრაფაში მითითებული გვარი – მიხეილ აშვეთია აღმოჩნდა.

სად იყო „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი? გუნდის პრეს-სამსახურის განმარტებით, მწვრთნელი, რომელსაც გუნდის აღორძინება უკავშირდება, გუნდიდან არ წასულა და გუნდის ხელმძღვანელობასაც მისი გაშვების სურვილი არ გასჩენია.

საქმე ისაა, რომ ჩხეტიანმა სამწვრთნელო განათლების უმაღლესი საფეხურის – მწვრთნელთა PRO-ლიცენზიის კურსი წარმატებით გაიარა. „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს შესაბამისი სერტიფიკატი შვეიცარიის ქალაქ ნიონში გადაეცემა. სწორედ ამ მიზეზით იმყოფებოდა კახა ჩხეტიანი შვეიცარიაში, მის არყოფნაში კი გუნდი ქობულეთელებთან მოედანზე მისმა ასისტენტმა, მიხეილ აშვეთიამ გაიყვანა.