„ტორპედო“ მატჩისთვის ტირასპოლში ემზადება
„ტორპედო“ მატჩისთვის ტირასპოლში ემზადება

ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფთან“ განმეორებითი მატჩისთვის ემზადება.

საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთელებმა მატჩისთვის ჯერ საღორიას საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს, დღეს კი გუნდი ტირასპოლში გაემგზავრა და მატჩისთვის მზადებას მოლდოვაში აგრძელებს.

პირველი შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და კახა ჩხეტიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე „შერიფი“ 2:1 დაამარცხა.

განმეორებითი მატჩი ტირასპოლში 18 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.