„ტორპედო“ ხუთეულს შეელია, მწვრთნელთან კი კონტრაქტი გააგრძელა - სტივ კინმა სპორტული დირექტორობაც შეითავსა #1TVSPORT 
„ტორპედო“ ხუთეულს შეელია, მწვრთნელთან კი კონტრაქტი გააგრძელა - სტივ კინმა სპორტული დირექტორობაც შეითავსა #1TVSPORT 

ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობა, ხოლო მთავარ მწვრთნელთან, სტივ კინთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, ხოლო კლუბი ბრიტანეთში მიღებული მმართველობის მოდელზე გადავიდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯერ წამსვლელებზე ვთქვათ – „ტორპედოსთან“ მაურო კაბალიერომ ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, ხოლო გიორგი ქობულაძეს, ანრი ჭიჭინაძეს, გიორგი ფანცულაიას და ალდაირ ნეტოს კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და გუნდი დატოვეს.

რაც შეეხება შოტლანდიელ მთავარ მწვრთნელს, სტივ კინს, მასთან კონტრაქტი გაგრძელდა და სპორტული დირექტორის პოსტიც შეითავსა, რაც ბრიტანეთში მიღებული მოდელია.

„სტივ კინსა და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი იანვრიდან სტივ კინი მთავარი მწვრთნელის პოსტთან ერთად, სპორტული დირექტორის (გენერალური მენეჯერის) თანამდებობასაც დაიკავებს.

საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით, იგი პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე, მათ შორის ძირითადი გუნდის სამწვრთნელო, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ახალი ფეხბურთელების შერჩევაზე.

ასევე პასუხისმგებელი იქნება ასაკობრივ გუნდებთან და „ტორპედოს“ აკადემიასთან თანამშრომლობით, კლუბის ახალი იდენტობის ჩამოყალიბებაზე. წარმატებებს ვუსურვებთ კინს როგორც სამწვრთნელო, ისე ახალ მენეჯერულ პოზიციაზე“, – წერია კლუბის განცხადებაში.