„ტორპედო“ ჯერ არაბიძის დამატებას ვერ ახერხებს - პორტუგალიური მხრიდან პროცესი შეფერხდა #1TVSPORT
„ტორპედო“ ჯერ არაბიძის დამატებას ვერ ახერხებს - პორტუგალიური მხრიდან პროცესი შეფერხდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გუნდი ჯერ ვერ ახერხებს გიორგი არაბიძის დამატებას.

„სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გორის „დილასთან“ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს გიორგი არაბიძე. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მხრიდან ამ ტრანსფერის განსახორციელებლად დოკუმენტაცია სრულად იქნა მიწოდებული, პორტუგალიური მხრიდან „სამტრედიასა“ და არაბიძის შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებისა და სათანადო დოკუმენტაციის არ გამოთხოვნის გამო, პროცესი შეფერხდა. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ პრობლემის აღმოფხვრას და იმედს ვიქონიებთ, რომ უკვე მომდევნო მატჩში ვიხილავთ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულს“, – წერია ქუთაისური კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე ქუთაისელებთან ზამთრის მოსამზადებელი ეტაპიდან ვარჯიშობს, კონტრაქტი იანვარში გააფორმა, მაგრამ იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო „ტორპედოში“ დღემდე ვერ თამაშობს.