„ტორპედო“ ევროპის ლიგიდან გამოვარდა
„ტორპედო“ ევროპის ლიგიდან გამოვარდა

ქუთაისის „ტორპედო“ ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაშიც დამარცხდა და გათამაშებიდან გამოვარდა.

2016 წლის შემდეგ ქართული გუნდი პლეი-ოფში აღარ გასულა და „ტორპედოს“ ქართველი გულშემატკივრის იმედები უკავშირდებოდა. თუმცა, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ოცნება არ გამართლდა.

მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-6 წუთზე ქუთაისელთა კარი ვირჯილ მისიჯანმა აიღო. 38-ე და 59-ე წუთებზე გუსტავო კამპანიარომ დუბლი შეასრულა, ვანდერსონმა 62-ე წუთზე ქუთაისელთა მეოთხეც გაიტანა და “ლუდოგორეცმა” 4:0 გაიმარჯვა. ამით ქართული გუნდების ევროსეზონი ნაადრევად დასრულდა.