„ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა – ქუთაისელები ევროპალიგაზე გადაერთვებიან

23:11, 18.07.2018

ტირასპოლის „შერიფმა“ ქუთაისის „ტორპედო“ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშა.

მოლდოვას ჩემპიონმა ანგარიში მე-9 წუთზე ზიგი ბადიბანგას გოლით გახსნა. მე-40 და 55-ე წუთებზე ჟო სანტოსმა ქუთაისელთა კარი კიდევ ორჯერ აიღო და „შერიფმა“ საქართველოს ჩემპიონი 3:0 დაამარცხა.

წაგებული „ტორპედო“ ევროსეზონს არ დაასრულებს. საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც ფარერების გუნდს, „ვიკინგურს“ შეხვდება.

მსგავსი