„ტორპედო“ აზაცკის დატოვებას ცდილობს
„ტორპედო“ აზაცკის დატოვებას ცდილობს

ქუთაისის „ტორპედო“ დაინტერესებულია, რომ ოლექსანდრ აზაცკი შეინარჩუნოს, მისი ტრანსფერის გამოსყიდვაზე კი მოლაპარაკება დაწყებულია – ინფორმაცია პირველ არხს ქუთაისურ კლუბში გაუმხილეს.

24 წლის უკრაინელი მცველი „ტორპედოში“ ზაფხულში, ოსტრავას „ბანიკიდან“ იჯარით დაიმატეს. ახლა მას იჯარა დაუსრულდა და ჩეხური კლუბი უკრაინელის საფასურად სატრანსფერო თანხას ითხოვს ან უკან დაიბრუნებს.

აზაცკი ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი იყო. ის ეროვნული ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და გუნდის ფანებმა საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს. გერმანული გამოცემა „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, აზაცკის ფასი 300 ათასი ევროა. ამის მიუხედავად, პირველი არხის ცნობით, ქუთაისურმა კლუბმა „ბანიკთან” აზაცკის ტრანსფერის გამოსყიდვაზე მოლაპარაკება დაიწყო.

უკრაინელ მცველს სხვა მიწვევებიც აქვს, თუმცა „ტორპედოს“ კარგად შეეწყო და კლუბში დარჩენა სურს.