ტორონტოში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
ტორონტოში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ტორონტოში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ტორონტოს პოლიციის უფროსის ცნობით, დაშავებულია კიდევ 15 ადამიანი.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში დაკავებული სატვირთოს მძღოლი 25 წლის მამაკაცია, რომელიც თვითმხილველთა ცნობით, განზრახ გადადიოდა ტროტუარზე და იქ მოძრავ ქვეითებს ერთმანეთის მიყოლებით ეჯახებოდა.

ტორონტოს პოლიციის უფროსის თქმით, დაკავებული ალეკ მინასიანის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია და მის შესახებ წარსულში არავითარი კრიმინალური ჩანაწერი არ არსებობს.

როგორც კანადურ ტელეკომპანია CBC-ს მთავრობის წარმომადგენლებმა უთხრეს, არ იკვეთება დაკავებულის არავითარი კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

სატვირთოს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე უბნის დაშორებით დააკავეს. მან მიმალვა სცადა.

ტორონტოში შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.