„ტორონტოს“ მარკ გასოლი, პასკალ სიაკამი და ნორმან პაუელი გამოაკლდათ
„ტორონტო რეპტორსი“ საკმაოდ რთულ მდომარეობაშია. „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ კანადური გუნდის ლაზარეთს, მარკ გასოლთან ერთად, პასკალ სიაკამი და ნორმან პაუელი შეუერთდნენ.
მიმდინარე სეზონზე კანადური გუნდის რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი უკვე შეაწუხა ტრავმებმა. გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწიათ კაელ ლაურისა და სერჟ იბაკას. ბოლო ხუთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრედ ვანვლეტს, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოირჩენენ ტრავმას მარკ გასოლი და პასკალ სიაკამი. მანამდე კი ფაქტია, რომ ტორონტოელებს საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწევთ.
Pascal Siakam, Marc Gasol, and Norman Powell all out indefinitely. As feared, Powell has a subluxation of that shoulder again. Siakam sufferer a “stretched groin.” pic.twitter.com/w0GjYizHvM
— Blake Murphy (@BlakeMurphyODC) 20 December 2019