„ტორონტომ“ საკუთარ არენაზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი ოთხი შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური მატჩი ტორონტოში, ადგილობრივ „რეპტორსსა“ და „ჰიუსტონს“ შორის გაიმართა. დეანტონის გუნდმა შეხვედრა ათქულიანი უპირატესობით მოიგო (109-119). „როკეთსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი, 28 ქულით, ბენ მაკლემორი გამოდგა. რას ვესტბრუკმა 19 ქულით, 13 მოხსნითა და 11 პასით მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა. ჯეიმს ჰარდენმა შეხვედრა 23 ქულით დაასრულა. ტორონტოელთა შორის 24 ქულითა და 9 მოხსნით ყველაზე შედეგიანი პასკალ სიაკამი გამოდგა. 20 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ფრედ ვანვლეტმა.

ვაშინგტონი – ფილადელფია 119-113

ნიუ იორკი – დენვერი 92-129

ნიუ ორლეანი – ფინიქსი 132-139