„ტორონტომ“ რეგულარულში ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები ჩატარდა. ბრწყინვალე მოგებათა სერიას განაგრძობს მოქმედი ჩემპიონი „ტორონტო“. „რეპტორსმა“ ამჯერად საკუთარ არენაზე „მინესოტა“ 137-126 დაამარცხა და ზედიზედ მე-15 გამარჯვება იზეიმა.

კანადელებს 34 ქულით პასკალ სიაკამმა ულიდერა. 25 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ოჯი ანუნობიმ. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ ლაურიმ (27 ქულა, 7 მოხსნა, 11 პასი).

„მინესოტას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულითა და 10 მოხსნით კარლ ენტონი ტაუნსი გამოდგა. ახალი გუნდის შემადგებლობაში პირველი მატჩი გამართა დეანჯელო რასელმა. მან „ტიმბერვულვზს” 22 ქულა შესძინა.

დეტროიტი – შარლოტი 76-87

ინდიანა – ბრუკლინი 105-106

ორლანდო – ატლანტა 135-126

მილუოკი – საკრამენტო 123-111

დალასი – იუტა 119-123

დენვერი – სან ანტონიო 127-120

გოლდენ სტეიტი – მაიამი 101-113

ლეიკერსი – ფინიქსი 125-100.