„ტორონტო რეპტორსმა“ სანდრო მამუკელაშვილი ოფიციალურად დაიმატა #1TVSPORT
„ტორონტო რეპტორსმა“ სანდრო მამუკელაშვილი ოფიციალურად დაიმატა #1TVSPORT

NBA-ს ერთადერთმა კანადურმა კლუბმა, „ტორონტო რეპტორსმა“ საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ოფიციალურად დაიმატა.

მამუკელაშვილის ხელშეკრულება „ტორონტო რეპტორსთან“ ორწლიანია, თუმცა ერთი წლის გასვლის შემდეგ მოთამაშეს შესაძლებლობა ექნება, კონტრაქტი გაწყვიტოს და თავისუფალი აგენტი გახდეს. გარიგების ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება.

სანდრო მამუკელაშვილი 2021 წელს NBA-ს დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ მეორე რაუნდში 54-ე ნომრად აირჩია და „მილუოკი ბაქსში“ გაასხვისა, სადაც ის 2023 წლის მარტის ჩათვლით თამაშობდა. შემდეგ ქართველი კალათბურთელი „სან ანტონიოს“ შეუერთდა და ტეხასურ გუნდში ორ-ნახევარი სეზონი დაჰყო.

26 წლის მამუკელაშვილი NBA-ში მოედანზე საშუალოდ 11.5 წუთს ატარებს, ხოლო მის ანგარიშზე 5.2 ქულა, 3.1 მოხსნა, 0.9 პასი, 0.3 დაფარება და 0.3 ჩაჭრაა.