„ტორონტო“ MLS-ის ჩემპიონი გახდა
„ტორონტო“ MLS-ის ჩემპიონი გახდა

ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის – MLS-ის ჩემპიონი კანადური “ტორონტო” გახდა, რომელმაც ფინალში 2:0 შარშანდელი ჩემპიონი „სიეტლ სონდერსი“ დაამარცხა.
გადამწყვეტი მატჩი ტორონტოში გაიმართა და მასპინძლებმა 67-ე წუთზე გახსნეს ანგარიში – აშშ-ის ნაკრების ფორვარდმა, “ვილიარეალისა” და “სანდერლენდის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯოზი ალტიდორმა ჯოვინკოს პასით გაიტანა. “სიეტლმა” გათანაბრება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეორე გოლი მიიღო ესპანელი ვიქტორ ვასკესისგან.
„ტორონტო“, რომელიც 2005 წელს არის დაარსებული, თავის ისტორიაში პირველად გახდა MLS-ის ჩემპიონი. სხვათა შორის, ეს გუნდი შარშანაც თამაშობდა ფინალში და მაშინ იმავე “სიეტლთან” 0:0-ის შემდეგ, პენალტების სერიაში დამარცხდა.