ტორონტო კვლავ დაუმარცხებელია - ლეიკერსმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო]
ტორონტო კვლავ დაუმარცხებელია - ლეიკერსმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო]

დღეს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 11 შეხვედრა გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ წაუგებლად ასპარეზობს ტორონტო „რეპტორსი“. კანადურმა კლუბმა, საკუთარ „ეირ კანადა ცენტრში“ მინესოტა „ტიმბერვუვლვზი“ მიიღო და ანგარიშით 112-105 დაამარცხა. შეუჩერებელია კავაი ლეონარდი. სან ანტონიოდან ტორონტოში გადასვლის შემდეგ, კავაი „რეპტორსის“ ნამდვილი ლიდერია. ფორვარდმა, მინესოტას წინააღმდეგ 35 ქულა მოიპოვა. ორმაგ დუბლთან ახლოს იყო იონას ვალანჩუნასი. ლიტველმა ცენტრმა 16 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. სტუმართა შორის, 23 ქულით, ჯიმი ბატლერი გამოირჩა. ტორონტო აღმოსავლეთში ხუთადან ხუთი მოგებით ლიდერობს.

მიმდინარე რეგულარულში, პირველი მატჩი მოიგო ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“. კალიფორნიელებმა გასვლაზე, იგორ კოკოშოვის ფინიქს „სანზი“ დამაჯერებელი სხვაობით, 131-113 დაამარცხეს. ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ ეს ლებრონისთვის პირველი ოფიციალური გამარჯვებაა. „მეფემ“ არიზონელებს, 19 ქულა ჩაუგდო, რასაც 10 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნაც მიამატა. „ლეიკერსში“ საუკეთესო შედეგი ლენს სტივენსონს ჰქონდა, რომელმაც თამაში 23 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით დაასრულა. ბილ უოლტონის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით 12-ე ადგილზეა. მომდევნო ტურში „ლეიკერსი“ ლიდერ დენვერ „ნაგეტსს“ საკუთარ „სტეიპლზ ცენტრში“ მიიღებს.

ატლანტა-დალასი 111-104
კლივლენდი-ბრუკლინი 86-102
მაიამი-ნიუ იორკი 110-87
ჩიკაგო-შარლოტი 112-110
ჰიუსტონი-იუტა 89-100
სან ანტონიო-ინდიანა 96-116
მილუოკი-ფილადელფია 123-108
საკრამენტო-მემფისი 97-92
გოლდენ სტეიტი-ვაშინგტონი 144-122