თორნიკე შენგელიას გამორჩეული მატჩი ევროლიგაზე - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ფენერბახჩესთან“ თავის გუნდს 35 ქულა შესძინა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას გამორჩეული მატჩი ევროლიგაზე - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ფენერბახჩესთან“ თავის გუნდს 35 ქულა შესძინა #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად თურქულ „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდა და 81:95 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 29:16 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 35 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შენგელია ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ. შეხვედრაში მონაწილე სხვა ვერცერთმა კალათბურთელმა 17 ქულაზე მეტი ვერ მოაგროვა.

ამ მომენტისთვის „ვირტუს ბოლონია“ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 7 გამარჯვებითა და 17 მარცხით მე-16 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს.

იტალიური გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს საკუთარ მოედანზე „პარტიზანთან“ ჩაატარებს.