თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ „„კლუჟ-ნაპოკა“ დაამარცხა #1TVSPORT
ადრიატიკის ლიგის მორიგ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ სტუმრად „კლუჟ-ნაპოკასთან“ ითამაშა და მეტოქეს 92:85 სძლია.
მოედანზე გატარებულ 16 წუთსა და 13 წამში ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 6 ქულა, 2 ასისტი და 1 მოხსნა ჩაიწერა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სამივე ორქულიანი გამოიყენა, თუმცა ერთი საჯარიმო ააცილა.
„დუბაის“ ორიდან ორი გამარჯვება აქვს. მომდევნო ტურში შენგელიას კლუბი შინ „ცენტარს“ დაუპირისპირდება.