თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ევროლიგაზე „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT

22:14, 29.09.2026

საკალათბურთო ევროლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „დუბაიმ“ „ბარსელონა“ საკუთარ კედლებში მიიღო და 94:87 სძლია.

„დუბაის“ ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მოედანზე 11 წუთამდე დაჰყო, ხოლო გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. შენგელიამ სამი მცდელობიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი სამს გაუტოლდა.

„დუბაიმ“ ევროლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა. მომდევნო დაპირისპირებას გუნდი 2 ოქტომბერს, სტუმრად, „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი