თორნიკე შენგელიას ჩატენვა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მომენტებში [ვიდეო]
თორნიკე შენგელიას ჩატენვა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მომენტებში [ვიდეო]

მმართველი საკალათბურთო ორგანიზაცია ფიბა-ს საიტზე გამოქვეყნდა ვიდეომონტაჟი, რომელშიც ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის გამორჩეული ჩატენვებია ასახული.

პირველი მომენტი თორნიკე შენგელის შესრულებითაა – ფინეთთან მატჩის მეორე პერიოდში მისი ეფექტური გდების შემდეგ ტაბლოზე საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 31:22 დაფიქსირდა. ის მატჩი ჩვენმა გუნდმა 91:85 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ ოთხი მოგებით „ჯვაროსნები“ ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. 19 თებერვალს თბილისური „ბაბლისას“ ჩვენი გუნდი სერბეთს უმასპინძლებს, 21-თებერვალს – ფინეთს.