თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ კიდევ ერთხელ დაამარცხა

01:55, 08.12.2017

მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ და გიორგი შერმადინის „უნიკახა“.

ამჯერად, გუნდებმა „ევროლიგის“ ეგიდით ითამაშეს. 5 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ვიტორიელებმა სტუმრად გაიმარჯვეს 73-72. დღეს გამართულ შეხვედრაში კი, პედრო მარტინესის გუნდმა, 88-82 მოიგო.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ შერმადინს კვლავ არ მიეცა დიდი სათამაშო დრო. ქართველმა ცენტრმა, ძირითად ხუთეულში დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 14 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში, გიორგის მონაგარმა, მხოლოდ 2 ქულა და 3 მოხსნა შეადგინა. რაც შეეხება შენგელიას, ბასკონიელთა კაპიტანმა 19 წუთში: 12 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა. გამარჯვებულ გუნდში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა იანის ტიმამ, რომელმაც 24 ქულა მოიპოვა. ლატვიელმა უკანახაზელმა 9 დან 5 სამქულიანი ჩააგდო. საშუალო მანძილიდან ნატყორცნი 4 ბურთიდან კი, არც ერთი აუცილებია.

ბასკურმა კლუბმა „ევროლიგის“ მიმდინარე გათამაშებაზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და სატრურნირო ცხრილში მე-11-ე ადგილზე იმყოფება.

შერმადინის „უნიკახა“ ტურნირის აუტსაიდერია. ჟოან პლაზას გუნდი ბოლო პოზიციაზეა. მალაგელები შემდეგ ტურში რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლებენ. შენგელიას „ბასკონიას“ მეტოქე თურქული „ეფესი“ იქნება.

დღეს გამართული სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ჟალგირისი-პანათინაიკოსი 80-74

ბროზე-ცსკა 76-92

მაკაბი-ვალენსია 94-91

მილანი-ხიმკი 71-77.

მსგავსი