თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ევროლიგის პლეიინში ითამაშებს #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში, ევროლიგაში რეგულარულ სეზონში გამოსვლა მიუნხენის „ბაიერნთან“ გამარჯვებით დაასრულა – 95:69.
რეგულარული სეზონის 38-ე ტურის შეხვედრაში შენგელიამ მოედანზე 24 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 7 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
საბოლოოდ, „ბარსელონამ“ სეზონი 21 მოგებითა და 17 მარცხით დაასრულა. ამ შედეგით გუნდმა მე-9 ადგილი დაიკავა და პლეიინში თამაშის უფლება მიიღო.
პლეიინის პირველ მატჩს „ბარსელონა“ სერბულ „ცრვენა ზვზედასთან“ 21 აპრილს გამართავს, რომელმაც ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. გამარჯვების შემთხვევაში შენგელიას გუნდი მე-7 და მე-8 ადგილებს შორის შეხვედრის დამარცხებულთან ჩაატარებს, აღნიშნული დაპირისპირება „პანათინაიკოსსა“ და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილ „მონაკოს“ შორის შედგება.