თორნიკე შენგელიას ახალ მწვრთნელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
ISTANBUL, TURKEY - MARCH 19: Dimitris Itoudis, Head Coach of CSKA Moscow in action during the 2018/2019 Turkish Airlines EuroLeague Regular Season Round 27 game between Anadolu Efes Istanbul and CSKA Moscow at Sinan Erdem Dome on March 19, 2019 in Istanbul, Turkey. (Photo by Aykut Akici/EB via Getty Images)
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ივლისში ესპანური „ბასკონიიდან“ მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. იგი გუნდს მალე შეუერთდება, თუმცა საწვრთნელი პროცესი მთავარი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის გარეშე დაიწყება. საქმე ის არის, რომ მას კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ბერძენი სპეციალისტი შვებულებას მშობლიურ ათენში ატარებდა, სადაც დაუდასტურდა კიდეც ვირუსი. მისი ოჯახის სხვა წევრებს ტესტირებისას უარყოფითი პასუხი მოუვიდათ. დიმიტრის იტუდისი თვითიზოლაციაშია და შინ მკურნალობს.