თორნიკე შენგელიას 9 ქულა „აპოელ თელ-ავივთან“ მოგებულ მატჩში #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ საკუთარ მოედანზე თელ-ავივის „აპოელს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 97:83 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 18 წუთი და 12 წამი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 4 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შენგელიამ ოთხი ორქულიანიდან სამი, ხოლო ორი სამქულიანიდან ერთი ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სარგებლიანობის დადებითი მაჩვენებლით (+9) დაასრულა.
„დუბაის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით ფილიპ პეტრუშევი იყო. დუეინ ბეიკონმა 17 ქულა დააგროვა, ელი ოკობომ კი საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა.