თორნიკე შენგელიას 8 ქულა „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ #1TVSPORT
ევროლიგის სუპერთასის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „დუბაი“ „ფენერბაჰჩესთან“ ანგარიშით 77:85 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მატჩი „დუბაის“ სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 10 წუთი და 45 წამი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 8 ქულა და 2 მოხსნა შესძინა.
ეს შენგელიასთვის „დუბაის“ მაისურით ჩატარებული რიგით მეორე მატჩი იყო – მისი სადებიუტო შეხვედრა ევროლიგის სუპერთასის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შედგა.