თორნიკე შენგელიას 4 ქულა „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ #1TVSPORT

09:01, 03.10.2026

საკალათბურთო ევროლიგის მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელიას გუნდი „დუბაი“ პირველად დამარცხდა. „რეალისა“ და „ბარსელონას“ ძლევის შემდეგ, გუნდი თურქეთში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა და შეხვედრა 66:76 დათმო.

შენგელიამ მოედანზე 14 წუთი და 20 წამი დაჰყო, რა დროშიც საკუთარ გუნდს 4 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა ზუსტად შეასრულა ერთი ორქულიანი და ორივე საჯარიმო სროლა, თუმცა ერთი სამქულიანი ააცილა. ამასთან, მის ანგარიშზე 2 დაკარგული ბურთი და 3 პერსონალური ჯარიმა დაფიქსირდა.

„დუბაი“ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს, ABA ლიგის ეგიდით, „პერსპექტივა ილირიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი