თორნიკე შენგელიას 18 ქულა ფენერბაჰჩესთან (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მესამე ტურის მატჩები გაიმართა. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად სტამბოლში „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან 7 ქულის სხვაობით 87-80 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მოედანზე არასრული 25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელიამ 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. „ფენერბაჰჩეს“ რიგებში კი ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა ნანდო დეკოლომ. ფრანგის ანგარიშზე 39 ქულაა.

ცე ეს კა – ხიმკი 99-86

ჟალგირისი – რეალი 86-73

მაკაბი – ცრვენა ზვეზვდა 84-69 (ოვერტაიმი)

ბაიერნი – ლიონი 104-63

პანათიანაიკოსი – მილანო 78-79