თორნიკე შენგელიას 15 ქულა - „ვირტუს ბოლონიამ“ „მილანოსთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „მილანო“ 86:80 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
„ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო 19 ქულით მარკო ბელინელი იყო, 16 ქულა ჰქონდა ამერიკელ მეტ მორგანს, ხოლო მატჩი 10 ქულით დაასრულა დიუფ მუჰამეტმა.
ამ მომენტისთვის ბოლონიელები 15 გამარჯვებითა და 5 მარცხით იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე არიან.