თორნიკე შენგელიას 15 ქულა - „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე „ალბა ბერლინი“ დაამარცხა #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის 2024/25 წლის სეზონის 32-ე ტურის შეხვედრა თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ალბა ბერლინთან“ ჩაატარა და დიდი ანგარიშით, 108:64 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება შესძინა. შენგელიამ 7-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
„ვირტუს ბოლონიას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 16 ქულით იტალიელი პალონარა იყო, 14 ქულა ჰქონდა კლაიბერნს, 13 – ზიზიჩს.
იტალიური გუნდი 32 ტურის შემდეგ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 8 გამარჯვებითა და 24 მარცხით მე-17 ადგილზეა. „ვირტუს ბოლონიას“ პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს.