თორნიკე შენგელიას 14 ქულა - „ბარსელონამ“ „ტენერიფე“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას 14 ქულა - „ბარსელონამ“ „ტენერიფე“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ტენერიფე“ დიდი ანგარიშით, 100:67 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

„ტენერიფეს“ რიგებში არ უთამაშია გიორგი შერმადინს, რომელსაც არითმია აქვს და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს.

გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 11 ივნისს არის დაგეგმილი.