თორნიკე შენგელიას 12 ქულა - „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ დაამარცხა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას 12 ქულა - „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ დაამარცხა #1TVSPORT

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „ბრეშა“ 91:79 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ 6-დან 6 ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ პირველი მეოთხედის შემდეგ „ვირტუს ბოლონია“ მეტოქეს 11 ქულით ჩამორჩა, თუმცა შეხვედრის შემოტრიალება და გაკონტროლება მოახერხა.

19 გამარჯვებით თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ჩემპიონატის ლიდერია. მომდევნო მატჩს ბოლონიელები 19 აპრილს სტუმრად „პისტოიასთან“ ჩაატარებენ.