თორნიკე შენგელიას 12 ქულა მადრიდის „რეალთან“ - „ბასკონიამ“ დასანანი მარცხი განიცადა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 23-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი განიცადა (70-69).

ვიტორიული გუნდი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 32:09 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. „ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

ბასკონიელებს 23 ტურის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ 8 მოგება აქვთ და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა შერჩათ. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 6 თებერვალს, შინ ფრანგულ „ვილერბანთან“ გამართავს.