თორნიკე შენგელიას 11 ქულა ცსკა-ს წინააღმდეგ, ბასკონიამ პლეი ოფის სერია წააგო
თორნიკე შენგელიას 11 ქულა ცსკა-ს წინააღმდეგ, ბასკონიამ პლეი ოფის სერია წააგო

საკალათბურთო „ევროლიგის“ მიმდინარე სეზონი, სამწუხაროდ, თორნიკე შენგელიას გუნდისთვის დასრულებულია. „ბასკონიამ“ ფავორიტად შერაცხული „ცსკა“-ს წინააღმდეგ მეოთხდეფნალური სერია 1:3 წააგო.

სერიის მეოთხე შეხვედრა გუშინ ვიტორიაში შედგა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 92-83 დასრულდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი და მეორე ნახევრის რამდენმე წუთი უმალეს დონეზე ითამაშეს და ერთ ეპიზოდში ბასკური კლუბის უპირატესობამ 13 ქულა შეადგინა. დაჩენილ დროში კი ველიმირ პერაშოვიჩის გუნდმა ნანდო დე კოლოს ვეღარაფერი მოუხერხა (მთლიანად სერიაში) და მეტოქეს ბოლო პერიოდში სერიოზული გაქცევის საშუალება მისცა. ფრანგმა უკანახაზელმა 27 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა გააკეთა. თორნიკე შენგელიამ, ძირითად ხუთეულში დაიწყო და 23:43 წუთში 11 ქულა და 5 მოხსნა მოიპოვა. ვიტორიელთა შემადგენლობაში 21 ქულით საუკეთესო ვინსენ პორიე გახლდათ. „ცსკა“ ტურნირის ოთხთა ფინალშია. დიმიტრის იტუდისის გუნდი მოქმედ ჩემპიონ მადირიდი „რეალს“ დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალში თავის მეტოქეს სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ელოდება. თურქული კლუბის მეტოქე „ეფესი“
– „ბარსელონას“ წყვილში უნდა გამოვლინდეს. სერიის მეოთხე შეხვედრა გუშინ, ბარსელონას „პალაუ ცენტრში“ შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 82:72 დასრულდა. კატალონურმა კლუბმა ამ მოგებით საერთო საერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი, 1 მაისს სტამბოლში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ოთხთა ფინალს „ბასკონიას“ მოედანი უმასპინძლებს.