თორნიკე შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ „ბარსელონას“ 20 ქულა შესძინა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ „ბარსელონას“ 20 ქულა შესძინა #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის, ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის 28-ე ტურში ქართველის ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ ესტუმრა 95:92 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა – მან მოედანზე გატარებულ 30 წუთში თავის გუნდს 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შენგელიამ რვა ორქულიანი და ოთხი საჯარიმო გამოიყენა.

19 გამარჯვებითა და 9 მარცხით „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში, 3 მაისს კატალონიური გუნდი „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.