თორნიკე შენგელიამ ვარჯიში განაახლა
თორნიკე შენგელიამ ვარჯიში განაახლა

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო სპორტი განუსაზღვრელი დროით შეაჩერა. რა თქმა უნდა, სხვა ღონისძიებებს შორისაა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატიც.

როგორც ცნობილი ხდება, თორნიკე შენგელიამ და მისმა „ბასკონიამ“ გამკაცრებული პროტოკოლის პირობებში ვარჯიში უკვე განაახლეს. გუნდი ბაზაზე პირველად შეიკრიბა და საწვრთნელი პროცესი გამართა.

ყველა კალათბურთელი, რომელიც ვარჯიშებში მონაწილეობას იღებს სამი დღის განმავლობაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

პროტოკოლის მიხედვით, გუნდის წევრები ვალდებულნი არიან დარბაზში გამოცხადების დროს და ასევე მისი დატოვებისას ხელთათმანები და ნიღაბი ატარონ. მოედანზე ერთდროულად გაჩერების უფლება მხოლოდ ექვს კალათბურთელს აქვს. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მწვრთნელი ეყოლება. ვარჯიშის დროს ადამიანებს შორის დაშორება კი მინიმუმ ოთხი მეტრი უნდა იყოს.

როგორც უკვე გითხარით, ესპანეთის „ლიგა ენდესა“ პანდემიის გამო შეჩერებულია, თუმცა ხელმძღვანელობას დაბრუნების გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. ჩემპიონობისთვის ბრძოლას 12 საუკეთესო გუნდი განაგრძობს. სეზონი არაუგვიანეს 31 მაისის უნდა განახლდეს. გამარჯვებულის ვინაობა კი 10 ივლისამდე გახდება ცნობილი.