თორნიკე შენგელიამ ნბა-ს სავარაუდო გამარჯვებული დაასახელა
თორნიკე შენგელიამ ნბა-ს სავარაუდო გამარჯვებული დაასახელა

თორნიკე შენგელიამ CSKAbasket Show-სთან საუბრისას NBA-ს სავარაუდო გამარჯვებული დაასახელა.

„ჩემი აზრით, რომ არა პანდემიის გამო გამოწვეული პაუზა, ჩემპიონი „ლეიკერსი“ გახდებოდა. მაგრამ ახლა ამის თქმა ძალიან რთულია. ვფიქრობ, ჩემპიონი არა ფავორიტი, არამედ ისეთი გუნდი გახდება, რომელსაც არ ველოდებით, მაგალითად „პორტლენდი“, – ამბობს შენგელია.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსსა“ და „პორტლენდს“ შორის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც დემიენ ლილარდის გუნდმა 7 ქულის სხვაობით მოიგო.