თორნიკე შენგელიამ „ხიმკი“ მეორედაც დაამარცხა
თორნიკე შენგელიამ „ხიმკი“ მეორედაც დაამარცხა

თორნიკე შენგელიას ცსკა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პოდმოსკოვიეს „ხიმკის“ მეორედ შეხვდა და მეორედაც დამაჯერებლად დაამარცხა – ამჯერად 101:71.

ცსკა-მ ძალიან შედეგიანი პირველი ტაიმი ჩაატარა – მეტოქეს 58 ქულა ჩაუგდო, თუმცა პირველ ნახევარში „ხიმკი“ მაინც ღირსეულად მისდევდა (49). მეორეში კი შენგელიას თანაგუნდელებმა დაცვაში თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ 30 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

თოკომ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 18 წუთი ითამაშა, 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. შეტევაში შეუჩერებელი იყო მისი თანაგუნდელი მაიკ ჯეიმსი, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი.

ცსკა-ს უახლოესი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში „უნიქსის“ წინააღმდეგ ელის. მატჩი 10 სექტემბერს გაიმართება.