თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო
თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

საკალათბურთო “ევროლიგის” წლევანდელი გათამაშება, ესპანურმა “ბასკონიამ” მოგებით დაიწყო. თორნიკე შენგელიას გუნდმა, კაუნასში, შარშანდელი სეზონის ოთხთა ფინალისტი, “ჟალგირისი” ანგარიშით 87-79 დაამარცხა. ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი, როგორც ყოველთვის, საკუთარ გუნდში ერთერთი გამორჩეული იყო. შენგელიამ, ძირითად ხუთეულში დაიწყო და 28 წუთში: 12 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა გააკეთა. თოკომ, 4 დან 2 სამქულიანი, 3 დან 1 ორქულიანი და 6 დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით,(18) ბასკონიელთა ლიდერი, ჯეისონ გრეინჯერთან(21) ერთად, საუკეთესო გახლდათ. აღსანიშნავია, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, მეტ ჯენინგის კარგი თამაში. ჩვენი ეროვნული გუნდის,ნატურალიზირებულმა ამერიკელმა, სტუმართა კლუბს, 11 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. “ბასკონიამ” განსაკუთრებით მაღალ დონეზე, თამაშის მეორე და მესამე მეოთხედები ჩაატარა. დასკვნითი პერიოდის წინ, პედრო მარტინესის გუნდი, ათი ქულის სხვაობით ლიდერობდა.

აღნიშნული ჰანდიკაპი, სტუმრებმა აღარ გაანიავეს და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, პირველი გამარჯვება გაიფორმეს. დღევანდელი დღის დარჩენილი სამი შეხვედრა, ასე დასრულდა: “ბუდუჩნოსტი”-“მილანი” 71-82. “ხიმკი”-“ოლიმპიაკოსი” 66-87. “ფენერბახჩე”-“გრან კანარია” 97-72