თორნიკე შენგელიამ „ბეტისს“ 19 ქულა ჩაუგდო
მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში “ბასკონიას” ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ. რეგულარულის 31-ე ტურში, მისი გუნდი სტუმრად ეთამაშებოდა “ბეტისს” და 106:62 გაანადგურა.
შენგელიამ 23 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში ასეთი სტატისტიკის დაგროვება მოასწრო: 19 ქულა (7/8 – ორქულიანები, 1/3 – სამქულიანები, 2/2 – საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 პასი. ქართველმა მატჩი “+27”-ით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ 23 წუთში, როცა შენგელია მოედანზე იყო, “ბასკონიამ” მეტოქეს 27 ქულა მოუგო.
რეგულარულის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, “ბასკონიას” 22 მოგება და 9 წაგება აქვს და მეორე ადგილზეა. მას ამ პოზიციას ეცილებიან – “ბარსელონა” (22 მოგება) და “ვალენსია” (21 მოგება). რეგულარული ჩემპიონატის მოგება უკვე გარანტირებული აქვს მადრიდის “რეალს”.
2+1 de @TokoShengelia23 y el @Baskonia se escapa en el marcador.#LigaEndesa
🎥 @MovistarPlus pic.twitter.com/TK0RANbRJT— Liga Endesa (@ACBCOM) May 6, 2018