თორნიკე შენგელიამ „ბასკონიას“ „რეალთან“ მოაგებინა
თორნიკე შენგელიამ „ბასკონიას“ „რეალთან“ მოაგებინა

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ სტუმრად მადრიდის „რეალი” დრამატულ ბრძოლაში 94-95 დაამარცხა. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი კი ვიტორიული გუნდის ქართველმა კაპიტანმა შეიტანა.

შენგელიამ შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა. ასეთი რამ კი ევროპულ კალათბურთში საკმაოდ იშვიათად ხდება. შეხვედრის დასრულებამდე 25 წამით ადრე ანგარიში 91-91 იყო, როდესაც თორნიკემ ფარქვეშ ტავარესი ლამაზი მოძრაობით ჩამოიტოვა და ბრწყინვალე ჩატენვით საკუთარი გუნდი დააწინაურა. საპასუხო შეტევაში კამპაცომ ვერ ივარგა, თორნიკემ კი ორივე საჯარიმო ჩააგდო და „ბასკონია” 91-95 დააწინაურა. საფინალო სირენამდე ხუთი წამით ადრე, „რეალის” ვეტერანმა სერხიო ლულმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რასაც შენგელიას წინააღმდეგ კიდევ ერთი პერსონალური ჯარიმა მოჰყვა.

ამ შემთხვევაში, ქართველმა ლეგიონერმა ვერცერთი ჯარიმა ვერ გამოიყენა, თუმცა, იმავე ლულის მიერ თავისი ნახევრიდან ნასროლი ბურთი მიზანს აცდა და „ბასკონიამ” მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.