თორნიკე შენგელიამ „ბარსელონას“ შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ „ბარსელონას“ შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ შეუერთდა და ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

შენგელიამ ევროპული კალათბურთის გრანდთან ივლისში სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, აგვისტოსა და სექტემბერში კი ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტზე თამაშობდა.

34 წლის მოთამაშეს ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, 2014 წლიდან 2020 წლის ზაფხულის ჩათვლით ის „ბასკონიის“ ღირსებას იცავდა.

გასული სეზონში თორნიკე შენგელია იტალიაში, „ვირტუს ბოლონიის“ რიგებში გამოდიოდა. გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ფინალური სერიის „უძვირფასესი მოთამაშეც“ (MVP) გახდა.