თორნიკე შენგელიამ ამერიკაში დაბრუნებაზე „ეუროჰუპსთან“ისაუბრა - სანამ კალათბურთს ვთამაშობ NBA-ში ყოფნა ჩემი მიზანია
თორნიკე შენგელიამ ამერიკაში დაბრუნებაზე „ეუროჰუპსთან“ისაუბრა - სანამ კალათბურთს ვთამაშობ NBA-ში ყოფნა ჩემი მიზანია

„ბასკონიას“ ქართველ კაპიტანთან, თორნიკე შენგელიასთან Eurohoops – მა ინტერვიუ ჩაწერა მას შემდეგ, რაც NBA – ს ოფიციალურ ვებგვერდზე ქართველი კალათბურთელი ამერიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დაასახელეს.

თორნიკე შენგელიამ აღნიშნა, რომ „ბასკონიაში“ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, მოსწონს, როცა ძლიერ გუნდებთან უწევს თამაში. „ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ უკეთ ითამაშო და მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები“ – თქვა თორნიკე შენგელიამ.

ქართველმა კალათბურთელმა NBA-ში დაბრუნების პერსპექტივაზეც ისაუბრა: „სანამ კალათბურთს ვთამაშობ, ვფიქრობ, რომ NBA-ში ყოფნა ჩემი მიზანია, მაგრამ მხოლოდ ყოფნა რაფერს ნიშნავს, მე თამაში მინდა“.

თორნიკე შენგელია ამერიკაში ევროპელი კალათბურთელების დიდ „მიგრაციასაც“ შეეხო: „ჩვენ მართლა უკეთესები ვხდებით. ამერიკელი მოთამაშეები,  NBA და ასოციაციები სულ უფრო მეტ პატივს გვცემენ. NBA-ს გუნდები გვენდობიან და ევროპელ მოთამაშეებთან სულ უფრო ინტენისურად აფორმებენ კონტრაქტებს“.