თორნიკე შენგელიამ 14 ქულა დააგროვა, „ბასკონიამ“ მე-20 მატჩი მოიგო
თორნიკე შენგელიამ 14 ქულა დააგროვა, „ბასკონიამ“ მე-20 მატჩი მოიგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 28-ე ტური მიმდინარეობს. სეზონში მე-20 გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. მან საკუთარ მოედანზე 100:94 დაამარცხა „ტენერიფე“.

ბასკონიამ“ პირველი ტაიმი 15 ქულის სხვაობით მოიგო, მეორეში კი ძალების დაზოგვით ითამაშა და მეტოქეს სხვაობის შემცირების საშუალება მისცა.

თორნიკე შენგელიამ 21.35 წუთი დაჰყო მოედანზე და 14 ქულა (6/9 – ორქულიანები, 0/1 – ორქულიანები, 2/5 – საჯარმოები), შვიდი მოხსნა და ორი პასი დააგროვა. სარგებლიანობის კოეფიციენტით (19), ის თავის გუნდში მხოლოდ ლატვიელ იანის ტიმას ჩამორჩა.

ბასკონია“ გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს ოთხშაბათს, 18 აპრილს ევროლიგაზე ჩაატარებს – მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში სტამბოლში „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება.