თორნიკე შენგელია თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო - „ვირტუს ბოლონიამ“ „კრემონა“ დაამარცხა #1TVSPORT
თორნიკე შენგელია თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო - „ვირტუს ბოლონიამ“ „კრემონა“ დაამარცხა #1TVSPORT

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „კრემონა“ 81:63 დაამარცხა.

„ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო. შენგელიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

14-14 ქულით დაასრულეს შეხვედრა მარკო ბელინელიმ და აჩილ პალონარამ, ხოლო „ვირტუს ბოლონიას“ 12 ქულით ფრანგი ისაია კორდინიე დაეხმარა.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 24 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან.