თორნიკე შენგელია - თამაში მსაჯების გამო არ წაგვიგია, ფინეთმა მოგება დაიმსახურა #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - თამაში მსაჯების გამო არ წაგვიგია, ფინეთმა მოგება დაიმსახურა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთთან დამარცხდა და შეჯიბრება საუკეთესო რვა გუნდს შორის დაასრულა.

მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ისაუბრა. პირველი კითხვა მას მსაჯების შესახებ დაუსვეს.

„თუ იმიტომ მეკითხებით, რომ ვთქვა, მათ წაგვაგებინეს, გეტყვით – ასე არ იყო, ფინეთმა მოიგო. პირველ ტაიმში მათ მივეცით გაქცევის საშუალება, ჩააგდეს არაერთი სამქულიანი, რის შემდეგაც თამაშის შემოტრიალება ვეღარ შევძელით. ფინეთმა საბოლოოდ 55 პროცენტის სიზუსტით სტყორცნა პერიმეტრიდან…

ამ ევრობასკეტზე მეტიც შეგვეძლო, მაგრამ ჩემი თანაგუნდელებით, ჩემი მწვრთნელებით და გუნდის ყველა წევრით ვამაყობ. ასევე მჯერა, რომ ჩვენით ჟურნალისტებიც ამაყობენ, ქომაგებიც, რომლებიც ლატვიაში ჩამოვიდნენ და ისინიც, ვინც ტელევიზორიდან მიადევნეს თვალი. მადლობა ყველას“, – განაცხადა შენგელიამ.