თორნიკე შენგელია - საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ახლაც ისეთი მოტივაცია მაქვს, როგორიც პატარაობაში [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ახლაც ისეთი მოტივაცია მაქვს, როგორიც პატარაობაში [ვიდეო] #1TVSPORT

უკრაინასთან 88:83 მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ:

„მძიმე თამაში იყო, მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც მაშინ, როცა გვიჭირდა, ენერგია მოგვცა. უკრაინამ ძალიან კარგად ითამაშა. მწვრთნელებმა დიდებულად იმუშავეს. ვამაყობ ჩემი გუნდით.

საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლაც ისეთი მოტივაცია მაქვს, როგორიც პატარაობაში. ჩემი მთავარი ოცნება ნაკრებში თამაში იყო. ახლაც ისეთივე მონდომებით ჩამოვდივარ სათამაშოდ“.