თორნიკე შენგელია მარტის თვის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დაასახელეს
თორნიკე შენგელია მარტის თვის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დაასახელეს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და „ბასკონიას“ ლიდერის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცე ეს კაში“ გადასვლასთან დაკავშირებით მედიაში აქტიურად საუბრობენ.

ვიტორიული გუნდის ქართველი კაპიტანი „ლიგა ენდესას“ მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს. შენგელიამ აღნიშნული საპატიო ტიტული ესპანეთის ჩემპიონატში უკვე ოთხჯერ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ „ლიგა ენდესა“ სეზონს დღეს განაახლებს. „ბასკონია“ საკუთარ შეხვედრას 23:30 წუთზე სტუმრად „ბილბაოსთან“ გამართავს. დღესვე ითამაშებს გიორგი შერმადინის „ტენერიფე“. „იბეროსტარი“ საკუთარ არენაზე „უნიკახას“ შეხვდება. ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ კი ხვალ სტუმრად მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ზედიზედ მეორედ გახდა თვის საუკეთესო კალათბურთელი.