თორნიკე შენგელია - კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში, ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ნამდვილი გულშემატკივრებით #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში, ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ნამდვილი გულშემატკივრებით #1TVSPORT

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პირველ არხთან გააკეთა.

„მადლობა გულშემატკივრებს, ახლაც ემოციებში ვარ. ერთმანეთისა და საკუთარი თავების რწმენა არ დაგვიკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი თამაში წავაგეთ და ბევრს ეგონა ხელწამოსაკრავი გუნდი ვიყავით. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში, ყოველთვის ვიამაყებ ჩემი გუნდით, ჩემი მწვრთნელებით და ჩემი ნამდვილი გულშემატკივრით.

ვაკონტროლებდით რიტმს, ესპანელების თამაში ძალიან სწრაფია, ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ რიტმის კონტროლი იყო. ვცდილობდით, მაქსიმალურად გამოგყვენებინა 24 წამის წესი და შეგვეტია ფარის ქვეშიდან. ამან შედეგი გამოიღო, ეს ბიჭების დამსახურებაცაა, მაგრამ უმთავრესად – მწვრთნელის“, – განაცხადა შენგელიამ.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს იტალიასთან ჩაატარებს, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.