თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, საქართველოს ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიას“ მძიმე ფორვარდი, თორნიკე შენგელია სერია A-ს რეგულარული სეზონის ბოლო, 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდში აირჩიეს.

სეზონის დასკვნით შეხვედრაში „ბოლონიამ“ „ვარეზე“ 98:82 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც – 7 ქულა, 13 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. სიმბოლურ ხუთეულში, შენგელიასთან ერთად, მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელიც მოხვდა.

რეგულარული სეზონი საქართველოს ნაკრების კაპიტანის გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა (23 გამარჯვება, 7 მარცხი). პლეი ოფის პირველ ეტაპზე, მეოთხედფინალში „ვირტუსის“ მეტოქე „ბრინდისი“ იქნება. სერია 13 მაისს დაიწყება და ნახევარფინალში გასასვლელად სამი გამარჯვების მოპოვებაა საჭირო.