თორნიკე შენგელია ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ათეულში მოხვდა
თორნიკე შენგელია ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ათეულში მოხვდა

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა „ეუროჰუპსმა“ (Eurohoops) შეადგინა მთავარი ევროპული საკალათბურთო ტურნირის – ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების სია. რეიტინგში მერვე ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის „ბასკონიას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომლის წლიური ხელფასი 1.8 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ეუროჰუპსის“ ათეული ასე გამოიყურება:

1. ალექსეი შვედი (ხიმკი) – 4.0 მლნ
2. სერხიო იული (რეალი) – 3.08 მლნ
3. ნანდო დე კოლო (ცსკა) – 2.78 მლნ
4. ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი) – 2.55 მლნ
4. სერხიო როდრიგესი (ცსკა) – 2.55 მლნ
6. იან ვესელი (ფენერბაჰჩე) – 2.43 მლნ
7. კრის სინგლტონი (ბარსელონა) – 1.9 მლნ
8. თორნიკე შენგელია (ბასკონია) – 1.8 მლნ
8. მაიკ ჯეიმსი (მილანი) – 1.8 მლნ
10. შეინ ლარკინი (ეფესი) – 1,7 მლნ