თორნიკე შენგელია „ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
თორნიკე შენგელია „ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

თორნიკე შენგელია „ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპლიგის მოთამაშეთა ასოციაცია“ ავრცელებს.

გავრცელებულ პრეს-რილიზში აღნიშნულია, რომ მოთამაშეთა წარმომადგენლებმა დაადგინეს ასოციაციის წესდება, ჩამოაყალიბოს ასოციაციის საბჭო, აირჩიეს პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და დანიშნეს ასოციაციის მმართველი დირექტორი.

ორგანიზაციის პრეზიდენტი მომავალი სამი წლის განმავლობაში ლუიჯი დატომე იქნება. პირველი ვიცე-პრეზიდენტი კაილ ჰინეზასია, ხოლო დერიკ ბრაუნი, მარსელო ჰუერტასი და თორნიკე შენგელია ორწლიანი ვადით ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს შეასრულებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე თავად თორნიკე შენგელიაც ადასტურებს.

„ბედნიერი ვარ, რომ „ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის“ საბჭოს წევრი და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გავხდი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. წინ დიდი სამუშაო გველის, თუმცა ერთად ყველაფერს მივაღწევთ.“