თორნიკე შენგელია „ევროლიგის“ მე-14-ე ტურის MVP
თორნიკე შენგელია „ევროლიგის“ მე-14-ე ტურის MVP

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია „ევროლიგის“ გასული ტურის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზის მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრების და „ბასკონიას“ ლიდერთან ერთად, „ევროლიგის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა მოსკოვის „ცსკა“-ს ამერიკელი ლეგიონერი, კორი ჰიგინსიც გამოარჩია.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ „ბარსელონასთან“ მოგებულ, დაძაბულ შეხვედრაში: 24 ქულა 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა აქტივში.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 31 შეადგინა. 14 ტურის შემდეგ, „ბასკონია“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფება. ვიტორიელები მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ცსკა“-ს წინააღმდეგ გამართავენ.